четверг, 20 августа 2015 г.

სანამ დანებდები, მიეცი შენს თავს შანსი - დაელოდე მეორე სუნთქვის გახსნას!



მეორე სუნთქვა (Второе дыхание), ყველასთვის ნაცნობი სპორტული ტერმინია. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 რა თქმა უნდა, თუ შენ სპორტში კარგი გამოცდილება გაქვს, შეგიძლია წარმოიდგინო, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც გრძელ დისტანციაზე მირბის. ასეთ მარათონზე ადამიანი ადრე თუ გვიან, იღლება. გიჭირს სუნთქვა, გული ამოვარდნაზეა. უკვე გეჩვენება, რომ ეს სულელური შეჯიბრი არ ღირს ამად.

 თუ ამ მდგომარეობაში ახალბედა აღმოჩნდა, როგორ მოიქცევა? შეიძლება გაჩერდეს. მაგრამ რას შვრება ამ დროს პროფესიონალი? მან იცის მარტივი საიდუმლო  -  უბრალოდ აგრძელებს სირბილს. 

1989 წელია. აფხაზეთის ბაიდარებისა და კანოეს ნაკრების წევრები ვიმყოფებით სკურჩის (სოხუმის მახლობლად ზღვისპირა სოფელი) საწვრთნელ ბაზაზე.  ჩვეულებრივი დილაა. სანამ ნავებში ჩავსხდებით და დაიწყება დილის წვრთნა, უნდა გავირბინოთ 14 კილომეტრი. სოხუმის შოსემდე.
მიახლოებით 8-9 კილომეტრიანი მანძილი უკვე გავირბინეთ. ვბრუნდებით უკან. რაღაც მომენტში ვგრძნობ ტკივილს მარჯვენა ფერდში, სუნთქვა მიხშირდება - ჰაერს ვეღარ ვისუნთქავ ფილტვებში. ტანიც ისე დამიმძიმდა, თითქოს დიდი ტომარა მომკიდესო მხრებზე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კინოფირზე ფოტოფინიშის შენელებულ კადრებს ვუყურებ.

ასეთი მძაფრი შეგრძნება არასდროს მქონია ადრე. ზუსტად ყველა დეტალს ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია. ამ დროს რაღაც იმედმა გაიღვიძა ჩემში  - "არ დანებდე, ცოტაც გაუძელი!"  გინახავთ,  როგორ უეცრად და  ადგილს ელვისებურად მოსწყდება ფორმულა 1-ის ბოლიდი? აი დაახლოებით ისე მოხდა  -  თვალის დახამხამებაში გაიხსნა სუნთქვა ფილტვებში და დიაფრაგმაში, ტანი ჰაეროვნად მსუბუქი გახდა და ადგილს კომეტასავით მოვწყდი! შეგრძნებებს ვერ ვუჯერებდი! ადრე მქონდა უფროსი თაობის სპორტსმენებისგან განაგონი მეორე სუნთქვის გახსნაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველი სიტყვის მჯეროდა, მაინც ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.
      

და აი,  პირველად სპოტულ კარიერაში თავად ვიგრძენი რა იყო მეორე სუნთქვა. ეს იმდენად ჩემი დამსახურება არ იყო, რამდენადაც ფიზიოლოგიური კანონებისა, რომელიც ჩვენმა შემოქმედმა ჩადო ჩვენში.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.  ვთქვათ, შენ რაღაც საინტერესო საქმე წამოიწყე. ენთუზიაზმი სად წაიღო არ იცი. ღამით აღფრთოვანებისგან არ გეძინება. დილით შემართული დგები და გგონია მთებს შეძრავ. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ და რაღაცები გამოდის კიდეც. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ატყობ, რომ საქმე უბრალოდ ჯორზე შეჯდა - ძვრა არაა. უკვე ფიქრობ, რომ უხეირო საქმეს ხომ არ შეეჭიდე, იქნებ სხვა რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. ნება მომეცი აქ ერთი საინტერესო ინსტრუმენტი გაგაცნო.

მოგწყურებია ოდესმე ისე, თითქოს საჰარას უდაბნოში კვირაა უმისამართოდ დახეტიალობ წყლის ძებნაში?  საჰარის არ ვიცი, მაგრამ არის ასეთი ინსტრუმენტი წყლის ამოსაქაჩად ისეთ ადგილებში, სადაც წყალგაყვანილობა არაა.

















                მას ეწოდება  წყლის ამოსაქაჩი ხელის ტუმბი. გამოიყურება აი ასე.  მისი მილი ზოგ ადგილას, შეიძლება ღრმად იყოს და ასეთ შემთხვევაში წყალს უცებ ვერ ამოქაჩავ. საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, როცა ხელით აწვები ტუმბოს სახელურს.

იმის გამო, რომ მილი ღრმად არის, წყალი უცებვე არ მოდის. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამ ადგილას წყალი დაშრა ან ტუმბოა გაუმართავი. სინამდვილეში კი აი რა ხდება. იმ ადგილას, სადაც მილის მეორე თავი წყაროს თავთანაა სიღრმეში ჩადებული, ტუმბოს წნევამ უკვე წამოქაჩა წყალი და ის უკვე მილში მოხვდა. შენ კი გეჩვენება რომ "ხალასტოიზე" მუშაობ და ტყუილად აწვები სახელურს. შენ უბრალოდ ვერ ხედავ მთლიან სურათს. ამ დროს საჭიროა არ გაჩერდე და გააგრძელო ამოქაჩვა. ბოლოს ეს ძლიერი 'ნაპორი" ისე მოაწვება ონკანის თავს, რომ მომავალი წყალი მთელი ძალით ამოხეთქავს იქიდან!

ასეა ბიზნესის კეთების დროსაც (ან ნებისმიერი მიზნის მიღწევის პროცესში)  -  დაუღალავად აწვები საქმეს, თითქოს ყველაფერს სწორად მიჰყვები, მაგრამ "წყალი" ანუ რეზულტატი,  არ ჩანს. უკვე გგონია, რომ ამ ბიზნესში წყალი ან ამოშრა, ან არასწორად აკეთებ მასში რამეს. რა თქმა უნდა ისეც ხდება, რომ სერიოზული შეცდომების ან საქმეში გამოუცდელობის გამო რაზულტატს ვერ იღებ.

მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმაზე, როცა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და არ ჩანს შესამჩნევი შედეგი. სინამდვილეში კი, ჩვენი თვალების უხილავად, სადღაც შესაძლოა ძლიერი ბიზნეს-პარტნიორი გამოჩნდა, მას კი ახალი პარტნიორები მოჰყავს. ის უკვე აკეთებს გარკვეულ მოძრაობებს საქმის წინ წასაწევად. სადღაც, რამოდენიმე შენი  კმაყოფილი კლიენტი ახლობლებს მოუყვა შენი ბიზნესის ან პროდუქციის შესახებ, რომელიც მათაც სჭირდებათ და ერთ მშვენიერ დღეს შენი შრომა ისე დაჯილდოვდება, როგორც არასდროს წარმოგედგინა! მეგობარო! არ დანებდე, მიეცი შანსი შენს მეორე სუნთქვას და უეცრად ისე ელვისებურად მიაღწევ ფინიშის გამარჯვების ხაზს, ვერც კი გაიგებ როგორ მოხდა ეს. 

მადლობა, რომ შენი ძვირფასი დრო დაუთმე ამ სტატიის კითხვას. თუ მან ძალები მოგცა, გააზიარე ეს პოსტი მეგობრებში და მადლიერი ადამიანებისგან თბილ სიტყვებს მოისმენ. 

საუკეთესო სურვილებით, მალხაზ ტაბაღუა.







пятница, 14 августа 2015 г.




ყალბი სუნამო - როგორ დავიცვათ თავი მათი შეძენისგან?


ეს მტკივნეული საკითხი სუნამოს გურმანებს მას შემდეგ აწუხებთ, რაც პარფიუმერებმა დაიწყეს თავიანთი შედევრების რეალიზება. გაყალბებული სუნამოს ყიდვა არა მარტო ფულის სანაგვე ყუთში გადაყრაა. ეს არის ასევე უსიამოვნო განცდა, რომ მოგატყუეს, სულში ჩაგაფურთხეს.როგორ დავიცვათ თავი მსგავსი პრობლემებისგან? ეს სტატია განახლებული სახით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ახალ სუნამოს ბლოგზე ყალბი სუნამო - ისწავლე სუნამოს შემოწმება ექსპერტის 7 რჩევით.


 მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.
მითი 1–ელი: სუნამო უნდა შეიძინო მხოლოდ მაღაზიაში. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, ამ შემთხვევაშიც გამოყენებადია. მაღაზიაშიც ადვილად შეხვდებით ფეიკს ანუ გაყალბებას, მათ ასევე მიეკუთვნება სუნამოს ტესტერი. თუ თქვენ "გენიალური ცხვირი" არ ბრძანდებით, მარტო გარეკანის დათვალიერებით ვერას გახდებით.
ორიგინალი ქარხნული წარმოების სუნამოს ყუთზე გარკვევით აწერია მწარმოებლისა და კომპანია–დისტრიბუტორის სახელწოდება. ქარხნის ზუსტი მისამართი. შტრიხ–კოდების იდენტურობა. აუცილებლად უნდა იყოს დატნეული სუნამოს კომპოზიციის სრული შემადგენლობა, გარდა იმისა, რაც თავად პარფიუმერს, მის ავტორს დაცული აქვს, როგორც საავტორო საიდუმლო. 



2. ფერი. სუნამოს ფერი არ უნდა იყოს მღვრიე და არ ქონდეს ნალექი.

3. სურნელი. შესხურების შემდეგ, 2–3 დღეშიც სუნა
მომ არ უნდა შეიცვალოს ნატურალური სურნელი – ის არ უნდა "ამჟავდეს", არ უნდა გადავიდეს მომწრო სუნში.

4. მდგრადობა. კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს ეს მაჩვენებელი, ოღონდ მთლად ამაზეც დაციკვლა არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ გამყალბებლები წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ზრდიან მდგრადობას, მაგრამ ასეთ პარფიუმს სულ მოკლე ხანში ეცვლება სურნელი – ის გადადის მომწრო სუნში. ასე რომ ასეთი სურნელით ნამდვილად ვერავის მოაწონებთ თავს. ორიგინალი სუნამო ფრანგული პარფიუმერიის სკოლის თანახმად იხსნება 3 ეტაპად ანუ ნოტებად –


 TOP საწყისი ნოტა – მისი შეყნოსვისას ხდება ასე ვთქვათ, "ერთი ნახვით შეყვარება". ჩვეულებრივ, ეს ციტრუსოვანი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნოტებია. მაგრამ გამყალბებლები, მომხმარებელს სუნამო რომ მოაწონონ, თავში იყენებენ "მომაჯადოებელ" კომპოზიციებს. ეს ისეა, როცა ალფონსი ცდილობს ქალს თავი მოაწონოს პირველივე იერიშით, იმიტომ რომ პირველი სიმპათიის მეორედ მოხდენის შანსი არ ექნება. 





მე–2 ნოტა – HEART - სურნელის გული, აქ მჟღავნდება სუნამოს ხასიათი, მისი ქარიზმა. და ბოლოს Base - საბაზისო ნოტა. მას პარფიუმერები კიდევ უწოდებენ სუნამოს გამამაგრებელს. აქ კონცენტრირებულია ხის, მცენარეების, მაგალითად პაჩულის ან კედრის ინგრედიენტები. ან ცხოველური წარმოშობის კომპოზიცია – ამბრა, მუსკუსი და ა.შ. ზუსტად აქ იმალება სუნამოს მდგრადობის ერთ ერთი საიდუმლო.


5. პროდუქციის რეალიზების ხერხები.
იმის გამო, რომ ბოლო დროს მთელს მსოფლიოში გახშირდა სუნამოს გაყალბების შემთხვევები, მოდის სახლები, დიზაინერები და პარფიუმერები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი პრესტიჟი და რა თქმა უნდა შემოსავლები, ვინაიდან გამყალბებლები მათ ყოველწლიურად ართმევენ მილიონიან მოგების კუშს.
ამასთან დაკაშირებით, ზოგიერთი ბრენდი უკვე გადადის პირდაპირი გაყიდვების მეთოდზე. კომპანია–მწარმოებელი აცსადებს ვაკანსიებს სუნამოს რეალიზების კონსულტანტებზე. მიდის მათი მაღალ დონზე გადამზადება მასტერ–კლასებისა და ტრენინგების გზით.

ასევე მიმდინარეობს პროდუქციის სრული ლოგისტიკა – კომპანია ყოველთვის საქმის კურსშია, სად და რომელ სადისტრიბუციო საწყობში წავიდა პროდუქტის მორიგი პარტია. კომპანიის სტილისტი–პარფიუმერები კი ხელს უწყობენ იმას, რომ მომხმარებელი აუჩქარებლად და ყურადღებით გაეცნოს მისთვის სასურველ სუნამოს. ამისათვის სტილისტ–პარფიუმერს მუდამ თან აქვს პროფესიონალი პარფიუმერების მიერ შექმნილი ქეისი სუნამოს ყველა საჭირო სინჯით. ასეთი სახით, მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ გაეცნოს და დარწმუნდეს პროდუქციის მაღალ ხარისხში.




6. ვინ არის მწარმოებელი, ანუ ორიგინალ პარფიუმერიაში ყოველთვის იგულისხმება ფრანგული სუნამოები, ან საფრანგეთში წარმოება?
გლობალიზაციამ, ყველა სიკეთესა და უკეთურობასთან ერთად მოიტანა ასეთი მდგომარეობა ბიზნეს–სამყაროში: ჩვენს დროში უბრალოდ შეუძლებელია წარმოებამ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოიყაროს თავი. მაღალმა კონკურენციამ, სამუშაო ადგილების შემცირებამ, საფასო პოლიტიკისა და მომხმარებლისთვის უფრო სიმპათიური ფასების შესათავაზებლად, პარფიუმერებს უწევთ სხვა და სხვა ხერხებს მიმართონ. მაგ: პროდუქციის წარმოება გადადის იმ კონტინენტზე და სახელმწიფოში
, სადაც უნდა მოხდეს მისი საბოლოო რეალიზება. მაგალითად ასეთ ხერხს მიმართავენ უკვე DIOR, CHANEL, LACOSTE, VERSACE და სხვა ცნობილი ბრენდები.
ასევე უნდა შევეხოთ ისეთ თემას, როგორიცაა, ახალი ბრენდების დაბადება, მათი მოსვლა პარფიუმერულ ბაზარზე. არენაზე გამოჩნდნენ ნიჭიერი, ახალი თაობის პარფიუმერები, რომლებთაც ძალუძთ მაქსიმალურად ასიამოვნონ საკუთარ მომხმარებელს ყველა მიმართულებით. ერთ ერთ ასეთ კომპანიებს ნათელ მაგალითს წარმოადგენენ კომპანია "ლამბრე", " რივ გოში", ორიფლეიმი", (თუმცა ისინი უკვე 40 წელზე მეტია ბაზარზე არიან). "ეივონი. ახლახანს გამოჩნდა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე – ბრენდი, რომლის სახელწოდებაა CIEL parfum (სიელ პარფიუმი). ბრენდი შექმნილია 25–ზე მეტი ლეგენდარული ძველი და ახალი თაობის ფრანგი და რუსი პარფიუმერების თაოსნობით. მათი 120–ზე მეტი შექმნილი შესანიშნავი სუნამოდან ოცმა საერთაშორისო პარფიუმერულ კონკურსებზე პირველი ადგილები აიღო ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციებში.
ისინი ამზადებენ მაღალკვალიფიციურ კადრებს – სტილისტ–პარფიუმერებს, რომლებიც ამთავრებენ კომპანიაში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს და გადაეცემათ სპეციალური დიპლომი–სერტიფიკატი. ასეთი დონის მომზადებული დამოუკიდებელი ექსპერტები დიდ სამსახურს უწევენ თანამედროვე მომხმარებელს – პერსონალურად ურჩევენ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ასეთი სახის სერვისი, დაგვეთანხმებით იშვიათია მაღაზიებში – იქერთ კლიენტს დიდ დროს ვერავინ ვერ დაუთმობს. ასეთია უფროსობის პოლიტიკა.



7. და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა ჩვენი რეგიონის მომხმარებლისთვის: ღირებულება.
როგორ უნდა იქნეს ფასი ისე განსაზღვრული და დაბალანსებული, რომ ფასიც ხელმისაწვდომი იყოს მყიდველთა უმრავლესობისთვის და ამავე დროს ხარისხი არ იყოს დაბალი. ვინაიდან შეუძლებელია მაღალი ხარისხის ექსკლუზიური სუნამო კაპიკები ღირდეს. თანამედროვე პარფიუმერებმა და მარკეტოლოგებმა მიაგნეს ოქროს შუალედს.
როგორც ცნობილია, სუნამოს ფასი მომდინარეობს სხვა და სხვა კომპონენტებისგან. მაგალითად, ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ ცოცა მაღაზიაში იძენს ახალ არომატს, ფასში ის იხდის მაღაზიის ქირისა თუ მისი პრესტიჟული ადგილმდებარეობის, თანამშრომლების, შუამავლების და რაც ყველაზე აძვირებს პროდუქტის ფასს – რეკლამაში. მაგალითად, თუ სუნამოს ღირებულებაა 200 ლარი, აქედან 10%–ია თავად სითხე ანუ თავად სუნამო. 10% შუამავლების ფასნამატი. 40% მაღაზიის ფასნამატი, და ბოლოს ყველაზე მთავარი 40% – რეკლამის ფასი. თუ აქედან მოვაშორებთ მაღაზიის,შუამავლებისა და რეკლამის გამანადგურებელ ფასნამატს, ჩვენ ვღებულოთ შესანიშნავ სუნამოს პირდაპირ ქარხნის ფასად! კარგი იდეააა, რას იტყვით? არაფერსაც – "მომეცით 3 სუნამო იტყვის აღფრთოვანებული 



                                                           მომხმარებელი და ცეკვა ცეკვით გაფრინდება შინ.
უღრმეს მადლობას გიხდი ძვირფასო მკითხველო, რომ გაუძელი და ბოლომდე წაიკითხე ეს მემუარი! გჯეროდეს, – ეს სტატია არაერთი საათის კლავიატურაზე ჩემი წვალების შედეგია( ძალიან ნელა ვბეჭდავ). თანაც ეს არ არის სადმე გადმოწერილი და გადმოკოპირებული მასალა. მე თავად ვმუშაობდი ცნობილი ფრანგი პარფიუმერების გვერდი გვერდ. ეს არის თავის დროზე სერიოზულ მასტერ–კლასებზე თავდაუღალავი შრომის და პარფიუმერიის სამყაროსადმი დიდი სიყვარულის შედეგი. სანამ ამ სტატიას ვამზადებდი ჩემმა 2 წლის ონავარმაც საკმაოდ დამქანცა ( მთელი დღე მე ვიყავი მისი ძიძა. ცნობისთვის, მე მამაკაცი ვარ. ზოგმა მკითხველმა იმის გამო, რომ ამ გვერდზე მე და ჩემი ძვირფასი ცოლი ვართ საკუთარი გვარებით წარმოდგენილი, არ იცის ვინ ესაუბრება სტატიების მეშვეობით:). ასე რომ მაპატიეთ, თუ რამოდენიმე ორთოგრაფიული შეცდომა გამეპარა! მე მგონი ახლაც გაიპარა:) 
დროებით! წინ გელით ჩვენგან საინტერესო ვიქტორინები და სახალისო, თქვენთვის არაერთი პრიზის მომტანი აქციები! ყურადღებით ადევნეთ თვალი, რომ არ გამოგრჩეთ თქვენთვის რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება! გააზიარეთ და დაალაიქეთ თუ გულწრფელად მოგწონთ ჩვენი მოკრძალებული ნაშრომები!